🎊 ქორწილი საქართველოში: სიზმარი, რომელიც ხდება რეალობა
🎊 ქორწილი საქართველოში: სიზმარი, რომელიც ხდება რეალობა
აღწერა
შენიშვნა
მიმოხილვები

 

 🎧 Konstantine — არტისტი, რომელიც ცხოვრობს მუსიკით

ბავშვობიდანვე ჩემი ცხოვრება მჭიდროდ იყო დაკავშირებული მუსიკასთან.

10-12 წლის ასაკში ქართული ტრადიციული ცეკვით ვიყავი დაკავებული, სადაც ამ ხანმოკლე პერიოდში სოლო ნომრებიც მქონდა.

16 წლისას გამიჩნდა ინტერესი Breakdance-ის მიმართ — 17 წლის ასაკში, უკვე თვითნასწავლი, სოლო ნომრით გამოვდიოდი და შემდგომ შევუერთდი ჯგუფს.

პარალელურად, 12 წლიდან დავიწყე წერაც — ვქმნიდი ლექსებს, პოემებს, სცენარებსა და პატარა მოთხრობებს.

დაახლოებით 8 წლის განმავლობაში (10-18 წლის ასაკში) ვიყავი დაკავებული რეპით — ვწერდი ტექსტებს და აქტიურად ვმონაწილეობდი ამ მიმართულებით.

14 წლის ასაკში მე და ოთხმა მეგობარმა გადავიღეთ პირველი სამოყვარულო ფილმი — იდეა ერთ-ერთ მეგობარს ეკუთვნოდა, ჩვენ კი საერთო ენთუზიაზმით გავაცოცხლეთ ეს ჩანაფიქრი.

ფილმმა დიდი გამოხმაურება მიიღო — მასზე ინფორმაცია და სტატია დაიბეჭდა აჭარის გაზეთში, სადაც ჩემსა და ჩვენი გუნდის შემოქმედებით საქმიანობაზეც დაიწერა.

🎵 19 წლიდან დღემდე ჩემი მთავარი გზა არის ელექტრონული მუსიკა.

ვწერ საკუთარ ტრეკებს, ვმონაწილეობ მრავალ წვეულებასა და ღონისძიებაში, ასევე რამდენჯერმე მოვხვდი სატელევიზიო გადაცემებში.

ჩემი ოფიციალური ვიდეოკლიპი — “Konstantine – Drive” — ხელმისაწვდომია YouTube-ზე.

დავიბადე 12 სექტემბერს, 1992 წელს.

დღესაც ვაგრძელებ მუსიკის წერას — ეს არის ჩემი ყველაზე დიდი ინსპირაცია, ძალა და სიამოვნება. 

მიმოხილვები

ჯერ არ არის მიმოხილვები.

ფასი

შეთანხმებით